დღე--7
დღევანდელი ტრენინგიც ძველის გახსენებით დაიწყო, ტრენერმა გაგვაცნო დღის გეგმა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა, თავდაპირველად ყველაფერი რთულად მომეჩვენა,მაგრამ მერე ეს ყველაფერი არცთუ ისე რთული აღმოჩნდა.
ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, დავამთავრეთ და შევავსეთ პროექტის პროცედურა სრულად, ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება . პროექტის გეგმაში შევავსეთ ,,დიფერენცირებული სწავლების გეგმა",მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.
ასევე გავაკეთეთ დამხმარე რესურსი და შევინახეთ პორთფოლიოში.
ერთი დღისთვის ეს ყველაფერი არც ბევრია და არც ცოტა,თუმცა ვაღიარებ საინტერესოა,ამავდროულად შრომატევადიც.
No comments:
Post a Comment