Sunday, June 1, 2014

ჩემი პორთფოლიო

იხილეთ ჩემი პროექტის ,, ჩემი სოფლის დემოგრაფიული ისტორიის"  პორთფოლიო.

დღე-8

დღე - 8
 
     ტრენინგი წინა დღის გახსენებით დავიწყეთ, შემდეგ დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონი,შევქმენი ფასილიტაცია და შევინახე პორთფოლიოში.
     ამდენი დღის ნამოღვაწარის ატვირთვის დროც დადგა და ტრენერმა სრულყოფილად და გასაგებად გვასწავლა დრაივში საქაღალდის ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება.
      ყველაზე სახალისო 101WIDGETS.COM  საიტიდან ვისწავლეთ სკრიპტების გამოყენება ,საათის გადატანა  და დაყენება ბლოგზე. იმდენად საინტერესო საიტია აუცილებლად გამოვიყენებ მომავალშიც.
      ასე დასრულდა მერვე დღეც, ველოდებით კიდევ ერთ ტრენინგს შემაჯამებელს და დამაგვირგვინებელს.
      მადლობა ნინოს და მის გაწეულ უზარმაზარ შრომას.

Saturday, May 31, 2014

დღე--7


  დღევანდელი ტრენინგიც ძველის გახსენებით დაიწყო, ტრენერმა გაგვაცნო დღის გეგმა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა, თავდაპირველად ყველაფერი რთულად მომეჩვენა,მაგრამ მერე ეს ყველაფერი არცთუ ისე რთული აღმოჩნდა.
  ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, დავამთავრეთ და შევავსეთ პროექტის პროცედურა სრულად, ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება . პროექტის გეგმაში შევავსეთ ,,დიფერენცირებული სწავლების გეგმა",მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.
   ასევე გავაკეთეთ დამხმარე რესურსი და შევინახეთ პორთფოლიოში.
  ერთი დღისთვის ეს ყველაფერი არც ბევრია და არც ცოტა,თუმცა ვაღიარებ საინტერესოა,ამავდროულად შრომატევადიც.

Monday, May 26, 2014

                                                            დღე  მეექვსე



     როგორც ყოველთვის ტრენინგი წინარე ცოდნის გახსენებით დაიწყო.  დავიწყეთ ,,მოსწავლის ნიმუშის'' გაკეთება საპრეზენტაციო პროგრამაში,დასრულებული პრეზენტაცია შევინახეთ პორთფოლიოში.
    გავაკეთეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა,დასრულებული შევინახეთ საქაღალდეში.
    დღევანდელი დღე სხვა დღეების მსგავსად დატვირთული იყო უამრავი ახალი ინფორმაციით.
    

Monday, May 12, 2014

                                                              მეხუთე დღე
    ტრენერმა ტრენინგის მეხუთე დღე წინა დღის გახსენებით დაიწყო. როგორც ყველა გასული დღე დღევანდელი დღეც საინტერესო და საინტერესო აღმოჩნდა. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა საკუთარ ბლოგზე,ასევე  yutubi-დან სასურველი ვიდეოს მოძიება და ბლოგზე ატვირთვა, წაშლა.  ინფორმაციული ობიექტების დამატება ბლოგზე.მაგ.სურათების.
  ტრენერმა ლექციური კურსით გაგვაცნო ინტერნეტში საავტორო უფლებების გამოყენება და დაცვა.
   პროექტის გეგმაში დავიწყეთ პროცედურების შევსება. შემდეგ კვლავ დავაარქივეთ  ფაილები და გადავიგზავნეთ საკუთარ ფოსტაზე .
     ტრენინგის ბოლოს კვლავ მოვახდინეთ დღის რეფლექსია.